ფუფუნების რეზიდენცია ასკაია $7.7 ღირს

თანამედროვე რეზიდენცია ასკაია, რომელიც ნევადის შტატის სიდიდით მეორე ქალაქ ჰენდერსონში მდებარეობს, არქიტექტურული სტუდია SB–ს წევრების შედევრია და ამჯერად გასაყიდ საცხოვრებელთა სიაში მოექცა. 6641 ფუტის საცხოვრებელი ფართის მქონე ფუფუნების ორსართულიანი რეზიდენცია $7.7 ღირს.

ლას ვეგასის სამხრეთი ნაწილიდან თითქმის 16 მილის დაშორებით მდებარე საცხოვრებლის ასაგებად გამოყენებულია ფოლადის, ხისა და ქვის ძვირადღირებული მასალა.

მინის უზარმაზარი ვიტრაჟებით აღჭურვილი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი რეზიდენცია, საიდანაც ულამაზასი ხედები იშლება, უზრუნველყოფილია: 4 საძინებლით, ორიგინალური ბუხრის მქონე მისაღებით, სასადილო და გასართობი ოთახებით, კაბინეტით, სამზარეულოთი და მარმარილოს მასალით მოპირკეთებული 7 სააბაზანოთი. საცხოვრებლის ტერასებად შეფენილ ეზოში კი ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი, ე.წ. იოგას ბაღი, კორტი და 3 ავტომობილისთვის გათვლილი ავტოფარეხია.

Comments

comments