ფუფუნების საათი Vacheron Constantin Year of the Dog $125,000 ღირს

შვეიცარულმა საათების მწარმოებელმა კომპანია Vacheron Constantin–მა, რომელიც ფუფუნების, პრესტიჟულსა და ტრადიციული საათების წარმოებაზე სპეციალიზირდება, 2018 წელთან დაკავშირებით, რომელიც ჩინური კალენდრის მიხედვით ძაღლის წლად მიიჩნევა, წარმოადგინა საათების ლიმიტირებული სერიის 2 ნაირსახეობა რომელთა საფასურიც $100,000 და $125,000 მოიაზრება.

ლიმიტირებული სერიის 2 ნაირსახეობიდან ერთი მოდელი პლატინის მასალისაა, რომელსაც ლურჯ ციფერბლატზე განთავსებული თეთრი ოქროს მასალის ძაღლი ამშვენებს. ვარდისფერი ოქროს მასალის მეორე მოდელი კი ღია ყავისფერ ციფერბლატზე განთავსებული ვარდისფერი ოქროს მასალისავე ძაღლითაა წარმოდგენილი.

გარდა ძვირადღირებილი მასალის ძაღლის ფიგურებისა, ციფერბლატზე ასევე დატანილია, ემალირების ტექნიკა – Grand Feu–ს მეშვეობით განხორციელებული ფოთოლთა ნაირსახეობის მშვენიერი დეკორაციები, რაც ქაღალდზე ჭრის უძველეს ჩინურ ხელოვნებას უკავშირდება, რომელიც ჩინეთში ცნობილია სახელწოდებით Jianzhi.

40 მმ–ის კორპუსის მქონე ორივე მოდელი 30 მ–ის სიღრმემდე წყალგაუმტარია და აღჭურვილია ე.წ. – Calibre 2460 G4–ის მექნიზმით, რომელიც საათებს მუშაობის 40–საათიანი სარეზერვო დროით უზრუნველყოფს.

საათებს ალიგატორის ტყავის მასალის Mississippiensis–ის ღვედები ამშვენებს, რომელთაგან ერთი 18–კარატიანი ვარდისფერი ოქროს, ხოლო მეორე კი პლატინის მასალის შესაკრავებით ბოლოვდება.

ლიმიტირებული სერიის ორივე ნაირსახეობა 12–12 ეგზემპლარად გამოიცემა. ვარდისფერი ოქროს მასალით შესრულებული მოდელის ფასი $100,000, ხოლო პლატინის მასალის კი $125,000 გახლავთ.

Comments

comments