ფუფუნების სმატრფონი Porsche Design Huawei Mate10 1,395 € ღირს

სულ ახლახანს, Porsche Design–ის თანაპარტნოირთა რიგს ტექნოლოგიური გიგანტი – Huawei–ც დაემატა და სწორედ მათი კოლაბორაციის შედეგად, მიუნხენში საზეიმოდ წარმოდგენილ იქნა სოფისტიკური ესთეტიკისა და უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიების მქონე ფუფუნების ახალი სმარტფონი – Porsche Design Huawei Mate 10, რომლის საფასურიც 1,395 ევრო (ან დაახლოებით 1,620 აშშ დოლარი) გახლავთ.

ორ ვერსიად შემუშავებული უახლესი ინტერფეისის მქონე ახალი ინტელექტუალური სმარტფონის წინა და უკანა მხარე დაფარულია შავი შეფერილობის 3D–პროგრამაში დამუშავებული ექსკლუზიური მინით, სახელწოდებით – Diamond Black. 12–მეგაპიქსელიანი 6გბ–ის RGB–ოპერატიული და 20-მეგაპიქსელიანი 256გბ–ის ჩაშენებული მონოქრომული მეხსიერების მქონე სიახლე ასევე უზურუნველყოფილია ჩაშენებული AI–პროცესორითა და ავტომატური შემსწავლელი სისტემით.

ელვისებრი განათების სისწრაფის მქონე თვითრეგულირებადი და ინტელექტუალური უკუკავშირის მქონე კამერა აღჭურვილია Leica–ს საუკეთესო ობიექტივითა და AI–ფოტო–აპლიკაციით. იგი ავტომატურად არეგულირებს ფერს, კონტრასტსა და სიმკვეთრეს, რაც მფლობელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს უმაღლესი ხარისის მქონე როგორც მხატვრული, ასევე ინტელექტუალური ფოტოები, რომელთა შორისაც ინება ბუნების ამსახველი პეიზაჟები თუ პორტრეტები. ე.წ. ‘Bokeh’–ის ეფექტით უზრუნველყოფა, კი შესაძლებლობას იძლევა არა მხოლოდ იდეალური პორტრეტებისა და პერსონაჟების უმაღლესი ხარისხით აღბეჭდვისა, არამედ მოძრაობაში მყოფი ობიექტების ბრწყინვალედ ასახვისაც.

Porsche Design Huawei Mate–ს ასევე გააჩნია AI–აქსელერაციული თარგმნის ფუნქცია, რომელსაც ხელეწიფება 50 ენაზე ელვისებური სისწრაფით თარგმნოს: ტექსტი, ხმა, დიალოგი და გამოსახულებისაც კი, რის შესაბამისადაც ენის ყოველგვარი ბარიერი გადალახული და უპრობლემოა. 6 დუიმის ეკრანის მქონე ძალზედ თხელი სმარტფონი უზრუნველყოფილია – Porsche Design–ის მიერ წარმოებული ტყავის მასალის ფუფუნების ფუტლიარით, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელსა და მდიდრულ გარეგნულ იერსახეს სძენს.

Comments

comments