ქვიშის მომხიბვლელი სკულპტურები

ეს გასაოცარი ნამუშევრები, რომლებიც შორი მანძილიდან თიხის მასალის სკულპტურებს ჰგავს, ტოკიოში დაფუძნებული მხატვრის ტოშიჰიკო ჰასაკას მიერ განხორციელებული ქვიშის მასალის სკულპტურები გახლავთ.

ამ სტილის სკულპტურებს ავტორი უკვე ოცი წელია ქმნის, რისთვისაც იგი მხოლოდ ქვიშას იყენებს. დასრულებულ ნამუშევარს კი ის სპეციალურ სითხეს აშხურებს, რათა ქვიშის მასალის ფორმები რამდენიმე დღე იქნეს შენარჩუნებული.

ტოშიჰიკო ჰასაკა სულ ახლახანს კონკურს Fulong International Sand Sculpture–ის გამარჯვებული გახდა, სადაც ნიჭიერმა ავტორმა მე–16 ს–ის იაპონელი მოფარიკავესა და რონინის – მიამატოს მუსაშის ქანდაკება წარადგინა. (მიამატოს მუსაში (1584-1645) შეუდარებელი მოფარიკევე და რონინი იყო, ვინაც ორი ხმლის სტილითა და მოგებული 60 ბრძოლით მოიპოვა აღიარება. სწორედ მუსაშიმ შემოიღო ჰიოჰო ნიტენ იჩი-რიუს საბრძოლო სტილი და მის ცხოვრებისეულ ბოლოო წლებში იგი სახელმძღვანელო – “გო რი ნო შო”–ს ავტორიც გახდა, სადაც სტრატეგიები, ტაქტიკა და ფილოსოფია ნათლად ასახა.)

Comments

comments