ქრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმლის ახალი კოლექცია

ფეხსაცმლისა და მაღალი მოდის ფრანგმა დიზაინერმა ქრისტიან ლუბუტენმა, ვის მომხმარებელთა შორისაცაა მონაკოს პრინცესა კაროლინა, მსახიობი კატრინ დენევი და კიდევ სხვა უამრავი ცნობილი სახე, წარმოადგინა ფეხსაცმლის ახალი კოლექცია, რომლის ორიგინალობაც კვლავაც ხიბლსა და გაოცებას იწვევს.

ამჯერად ქრისტიან ლუბუტენი ინდოელ დიზაინერ – Sabyasachi Mukherjee–სთან ერთად გაერთიანდა და სწორედ მათი კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა ფეხსაცმლის ლიმიტირებული კოლექცია, სადაც არა მხოლოდ სპორტული, არამედ ელეგანტური სტილის ქუსლიანი ფეხსაცმელებიც შედის. ფეხსაცმლის სოფისტიკური კოლექცია მოიცავს 15 წყვილ მოდურ ფეხსაცმელს, რომელთაგან 4 წყვილი მამაკაცთათვისაა განკუთვნილი.

Comments

comments