ქრისტოფერ დევიდ უაითის უნიკალური სკულპტურები

ამერიკელი მხტვარ–მოქანდაკე ქრისტოფერ დევიდ უაითი ვირჯინიაში ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს. იგი უჩვეულოსა და მართლაც უნიკალურ ხელნაკეთ სკულპტურებს ქმნის, რისთვისაც თიხას იყენებს, თუმცა ვიზუალურად ისინი დამწვარი ხის ან დაჟანგული მეტალის შთაბეჭდილებას ქმნიან. უაითის ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმსა და გალერეას ამშვენებს.

ავტორის ნამუშევრებს ერთი თემატიკა აერთიანებს, ეს გახლავთ შლა (დაშლა, გახრწნა). იგი სხულის ამა თუ იმ ნაწილს უჩვეულოდ ქმნის და შედეგად ჰიპერრეალისტურ სკულპტურებად გვივლენს. როგორც თავად განმარტავს: „ცვალებადობა ყოველთვის გვახსენებს იმის შესახებ, რომ მუდმივობა სრული ილუზიაა. სწორედ რომ ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით ვაწარმოებ კვლევას ბუნებას, ადამიანსა და არამუდმივობის ფენომენს შორის.“

Comments

comments