ქუჩის ღია ბიბლიოთეკა რაპანა ვარნაში

ბულგარეთის სიდიდით მესამე ქალაქ ვარნაში გაიხსნა ქუჩის ღია ბიბლიოთეკა, სახელწოდებით რაპანა. ამგვარი ბიბლიოთეკის შექმნას საფუძვლად დაედო, ციფრულ ტექნიკაზე ორიენტირებულ ახალგაზრდა თაობაზე გათვლილი წიგნების პოპულარიზაცია.

ქუჩის ორიგინალური ღია ბიბლიოთეკა რაპანა, რომელსაც დასაჯდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ე.წ. პატარა სცენა აქვს, 1500 წიგნს იტევს და ახალგაზრდა თაობასა და ქუჩის მხტვრებს უადვილებს წიგნებთან წვდომას.

დიზაინერებმა ბიბლიოთეკა ნიჟარის ფორმით წარმოადგინეს, რამდენადაც ვარნა სანაპირო ზოლის ქალაქია და იგი ხშირად „ბულგარეთის საზღვაო დედაქალაქად“ მოიხსენიება. რაპანა შექმნილია ხის მასალისგან, რომელიც პარამეტრული დიზაინის ინსტრუმენტების: Rhinoceros 3D–სა და Grasshopper–ის მეშვეობით იქნა დამუშავებული.

Comments

comments