fbpx

ყავის ორიგინალური მაღაზია შანხაიში

არქიტექტურული სტუდია – „B.L.U.E.“-ისა და დიზაინერული სტუდია – „% Arabica“-ს წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე უდიდეს ქალაქ – შანხაიში არსებული, თანამედროვე სტილის ყავის მაღაზია გახლავთ.

50 კვ.მეტრის ფართზე არსებული ყავის ორიგინალური მაღაზია, ასო – „U“-ს ფორმის შემინულსა და დეკორატიული ყვავილებით უზრუნველყოფილ ინსტალაციას წარმოადგენს, რომელსაც 2 მხრიდან დართული აქვს მინის მასალის კარებები, საიდანაც შესაძლებელია შემინული სივრცის ირგვლივ არსებულ ბაღში გასვლა.

პროექტის ავტორებმა იმ ადამიანებზეც იზრუნეს, ვინაც ადგილზევე მოისურვებს ყავის დაგემოვნებას და არა მხოლოდ შემინული, არამედ ბაღის არსებული ღია სივრცე, როგორც ყავის მისართმევად განკუთვნილი მაგიდებითა და გრძელი სკამებით, ასევე კონდიცირებითაც აღჭურვეს, რაც მომხმარებელთ შესაძლებლობას მისცემს ცხელ ამინდში თავი კომფორტულად იგრძნონ.

Comments

comments