ყველაზე ძვირადღირებული ყავადანი $24,000 ღირს

მათთვის ვინც დილას ფინჯანი ყავით იწყებს, ალბათ უფრო საამო იქნება მსოფლიოში ყველაზე ექსტაორდინარულ ყავადანში მომზადებული ყავის მირთმევა, თუმცა ამისთვის რაღა თქმა უნდა მხოლოდ სურვილი არ კმარა, მატერიალური მზადყოფნაცაა საჭირო. უფრო კონკრეტულად, კი საუბარია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ყავადან – Royal–ზე, რომლის საფასურიც 24,000 აშშ დოლარი გახლავთ.

მადუღარა უზრუნველყოფილია ბალანსირებული სიფონური სისტემით, რომელიც ჯერ კიდევ XVIII ს–ის ევროპის სამეფო კარზე ძალზედ პოპულარული იყო. ყავადანი Royal–ი დამზადებულია 24–კარატიანი ოქროს (შესაძლოა ვერცხლის), ბაკარას დახვეწილი მინის მასალისა და ნახევრადძვირფასი საიუველირო ქვებისგან.

თითოეული ხელნაკეთი ყავადნის შესაქმნელად 50 სთ–იანი ფაქიზი სამუშაო იქნა შესრულებული. ელეგანტური დიზაინი ფრანგ მხატვარს ჟან ლუი რიუტორს ეკუთვნის, რომელმაც იგი ნიჭიერ სკულპტორთა, მეტალურგთა და ინჟინერთა გარემოცვაში შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ყავადანს რიგითობის ნომერი აქვს ამოტვიფრული, რაც მის ექსკლუზიურობას კიდევ ერთ შტრიხს სძენს.

გასათვალისწინებელია, რომ ყავადნის მომავალ მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ, როგორც ყვითელი ან ვარდისფერი ოქროს, ასევე ვერცხლის მასალისგან დამზადებულ ყავის მადუღარებზე.

რაც შეეხება ყავის ხარშვის ტექნოლოგიას, იგი დაახლოებით ამგვარია: დაფქვილი ყავა იყრება ბაკარას კრისტალის გრაფინში, ხოლო მადუღარას მეორე ნაწილში განთავსდება მდუღარე წყალი. შემდეგ კი ავტომატური სისტემა ცეცხლის მეშვეობით ქმედებაში მოდის, რაზეც უფრო ნათელი წარმოდგენა ვიდეოს ხილვის შემდგომ შეგექმნებათ.

Comments

comments