fbpx

შთამბეჭდავი რეზიდენცია სიდნეიში

არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია – „Shaun Lockyer Architects“-ის წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს პროექტი, რომელიც ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მდებარე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი გახლავთ.

მინის სივრცული ვიტრაჟებით უზრუნველყოფილი სამდონიანი ნაგებობისთვის, რომელიც სიდნეის ნავსაყუდელის მშვენიერ ხედებს გადასქერის, გამოყენებულ იქნა ბეტონის, ქვის, ხისა და ფოლადის მასალა.

თანამედროვედ ავეჯირებული და ორიგინალურად დეკორირებული რეზიდენცია, საცხოვრებელი დანიშნულებისათვის მიჩნეული ყველა საჭირო ოთახის გარდა, მოიცავს საოფისე სივრცეს, სხვადასხვა დანიშნულების არაერთ კეთილმოწყობილ ტერასასა და ღვინის სარდაფს, რომელსაც ღვინის დასაჭაშნიკებელი კეთილმოწყობილი დარბაზი ესაზღვრება. ხოლო რაც შეეხება ექსტერიერს, მას ხეხილოვანი ბაღი, მწვანით მოსილი ეზო და ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი ამშვენებს.

Comments

comments