შთამბეჭდავი სასტუმრო Nobu Hotel Caesars Palace

ნევადის შტატის ყველაზე დასახლებული ქალაქი ლას–ვეგასი, რომელიც ხშირად მსოფლიოს გასართობ ცენტრად მოიაზრება, მდიდრული დასვენების მოყვარულთ შთამბეჭდავ სასტუმრო – Nobu Hotel Caesars Palace–ში ეპატიჟება, რომელიც ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ადგილას, კერძოდ კი – Las Vegas Strip–ის შუაგულშია განთავსებული.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც არა მხოლოდ 181 კომფორტული და ლუქსის ტიპის ნომრებით, არამედ სპეციალური ვილებითაცაა უზრუნველყოფილი, სტუმრებს განსაკუთრებულ წყნარ ატოსფეროს, სარელაქსაციოდ მიჩნეულ სპორტულ კომპლესსა და უზადო გასტრონომიულ მენიუს შესთავაზებს, სადაც ისინი იაპონურ კერძებს დააგემოვნებენ.

სწორედ სასტუმროს ტერიტორიაზევეა განთავსებული Nobu–ს ხაზის რესტორანთაგან, მსოფლიოს ყველაზე დიდი რესტორანი – Caesars Palace Las Vegas–ი, სადაც დახელოვნებული მზარეულები სტუმართა თვალწინ, ე.წ. Teppanyaki–ს მაგიდებზე საოცრებებს ჩადიან.

რაც შეეხება მათ, ვისაც მხაურიანი გართობა და ღამის ცხოვრება ხიბლავთ, მსოფლიოს გასართობ ცენტრად შერაცხული ქალაქის კაზინოები, თანამედროვე ღამის კლუბები და კოქტეილის ბარები მზადაა მათ სამანსპინძლოდ.

Comments

comments