fbpx

შთამბეჭდავი სუპერიახტა ABACO

სახელგანთქმული იტალური გემთსაშენი კომპანია – „Baglietto“-ს წევრებმა სულ ახლახანს წარმოადგინეს 40 მეტრის სიგრძის მქონე მომხიბვლელი სუპერიახტა – „ABACO“, სადაც ყოველგვარი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კრუიზი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ დაუვიწყარიც გახდეს.

„Fort Lauderdale International Boat Show“-ს რიგით მე-60 ჩვენებაზე წარმოდგენილმა ახალმა კონცეპტმა, რომელიც კომპანია – „Baglietto“-სა და დიზაინერული სტუდია – „Santa Maria Magnolfi“-ს კოლაბორაციის შედეგად მიღებული მომხიბვლელი ნიმუშია, ექსპერტთა და დამსწრე საზოგადოებათა დიდი ხიბლი დაიმსახურა.

16 მგზავრზე გათვლილი თანამედროვე დიზიანის მქონე სუპერიახტა მოიცავს ყოველმხრივ უზრუნველყოფილსა და გემოვნებით მოწყობილ 4 კაიუტას, სასადილოდ, გასართობად და მოსასვენებლად განკუთვნილ სივრცულ ზონებს, ე.წ. სანაპირო ზოლის კლუბს, ბარს, ეგზოტიკურ ზამთრის ბაღს, პანორამულ საცურაო აუზსა და სივრცულ ფარეხს, სადაც 6 მეტრის სიგრძის მქონე საწყალოსნო ტრანსპორტისა თუ გასართობი საშუალებების განთავსებაც კია შესაძლებელი.

სუპერიახტა – „ABACO“ აღჭურვილია ე.წ. „CAT C32 ACERT D“-ის ტიპის წყვილი ძრავით, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს გადაადგილდეს მაქსიმალური სიჩქარით – 17.5 კვანძის, ხოლო კრეისერული კი – 12 კვანძის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ – „Baglietto“-ს ოფიციალური განაცხადის თანახმად, სუპერიახტა – „ABACO“-ს გაყიდული თანხის არც თუ მცირე ნაწილი მოხმარდება ბაჰამის კუნძულ – „ABACO“-ს რეკონსტრუირებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქარიშხალ – „დორიან“-ის მიერ იქნა დაზარალებული.

Abaco Video from Baglietto S.p.A. on Vimeo.

Comments

comments