შთამბეჭდავი სუპერიახტა NYX

სულ ახლახანს, ლონდონში დაფუძნებულმა დიზაინერული სტუდია – Squared MK-ს წევრებმა წარმოადგინეს 75 მ–ის სიგრძის მქონე ფუტურისტული სუპერიახტა – NYX–ის კონცეპტი. უნიკალური პროპორციების მქონე სუპერიახტა გათვლილია 14 სტუმარსა და ეკიპაჟის 20 წევრზე.

კონცეპტი – NYX–ი უზრუნველყოფილია 2 ძრავით, რომელთა მეშვეობითაც სუპერიახტა ჯამურად 3433 ცხ.ძალას იღებს და ხელეწიფება განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 20 კვანძი, ხოლო კრეისერული კი 16 კვანძი. სუპერიახტა NYX აღჭურვილია: მეპატრონისათვის განკუთვნილი ცალკე გემბანით, სადაც პერსონალური აივანი, ჯაკუზი და ბარია. სუპერიახტაზე ასევეა VIP-კაიუტები, სადაც ფუფუნების დეკორი, ჭაღები, მოზაიკური ფილებით დაფარული იატაკები და სპირალის ფორმის მქონე ორიგინალური კიბეები. აგრეთვე: სპა–სალონი, საიდანაც წყალქვეშა სივრცის ულამაზესი ხედები იშლება; დიდი ზომის დახურული საცურაო აუზი; ჯაკუზი; ასაკეცი ტერასა და კომფორტული ღია სივრცეები, რომელთაც გასარუჯი, მოსასვენებელი და გასართობი დანიშნულება აქვთ.

რაც შეეხება საწყალოსნო სპორტის მოყვარულთ, სუპერიახტის ავტოფარეხში მათ ელით: 12–მეტრიანი კატერი, წყლის 4 წყვილი რეაქტიური თხილამური და ორადგილიანი წყალქვეშა მოწყობილობა, რომელიც როგორც ესთეტიური სიამოვნების მისაღებად, ასევე კვლევითი ექსპედიციებისთვის გამოიყენება.

Comments

comments