ჩოპარდის ელეგანტური საათი L.U.C Heritage Grand Cru

სახელგანთქმულმა შვეიცარიულმა ფირმა ჩოპარდმა, რომელიც საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა წარმოებაზე სპეციალიზირდება, წარმოადგინა მაჯის ახალი საათი L.U.C Heritage Grand Cru, რომლის საფასურიც $25,090 გახლავთ.

ფუფუნების საათს 18–კარატიანი ვარდისფერი ოქროს მეტალისგან დამზადებული ჩარჩო აქვს, რომლის სიგრძეც 38.8, სიგანე 38.5, ხოლო სიმაღლე 7.74 მმ–ია. ელეგანტური დიზაინის მქონე ნაკეთობის ციფერბლატი დაფარულია საფირონის კრისტალის სარქველით. 22–კარატიანი ოქროს მასალის მიკრო–როტორით უზრუნველყოფილი სიახლე ავტომატურად იმართება, ხოლო უძრავ მდგომარეობაში მას 65–საათიანი სარეზერვო სვლის შესაძლებლობა გააჩნია.

შვეიცარიელმა მწარმოებლებმა, კლასიკური დიზაინისა და იშვიათი მექანიზმის მქონე მაჯის საათი თეთრი შეფერილობის ციფერბლატით აღჭურვეს, რომელზეც შავი შეფერილობის რომაული ციფრები და პაწაწინა წითელი შეფერილობის აქცენტებია დატანილი.

30 მ–ის სიღრმემდე წყალგამძლე მაჯის საათი, უნიკალურობისა და ექსკლუზიურობისთვის – L.U.C 97.01-L–ის დამღითაა უზრუნველყოფილი.

კლასიკური დიზაინის მქონე L.U.C Heritage Grand Cru წარმოდგენილია ნიანგის ტყავის მასალის სამაჯურით, რომელსაც 18–კარატიანი ოქროს მასალის შესაკრავი აგვირგვინებს.

Comments

comments