ციფრულ ილუსტრაციათა სერია Hairesis

ნამუშევრები, რომლებიც ერთი შეხედვით ძალზედ გვანან სკულპტურებს, სინამდვილეში ციფრული ილუსტრაციებია. ეს გახლავთ ილუსტრაციათა სერია „Hairesis“–ი, რომლის ავტორიც ბრიტანეთში დაფუძნებული ციფრული მხატვარი, ილუსტრატორი და არტ–დირექტორი Billy Bogiatzoglou გახლავთ.

როგორც Billy Bogiatzoglou (იგივე Billelis–ი) განმარტავს, მას უდიდესი მოთმინება, ზეაქტიური წარმოსახვა და ძალზედ გულმოდგინე და ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდა, რათა საკუთარი სტილი შეექმნა, რომელიც როგორც თავად აღწერს: სიბნელის, ელეგანტურობისა და რომანტიზმის ნაზავია.

სერია „Hairesis“–ის მეშვეობით ავტორმა გადმოსცა რელიგიურ სიმბოლოთა და ღვთიურ სიწმინდეთა საზღვრები, კაცობრიობის დამოკიდებულება რელიგიასთან და ზეციურ ძალთა თაყვანისცემის აუცილებლობა.

Comments

comments