ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის ვილა კალი

მრავალდონიანი მომხიბვლელი ვილა კალი, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, არქიტექტურული სტუდია ბლენქფეიჯისა და არქიტექტურულ–დიზაინერული სტუდია კარიმ ნადერის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

ორიგინალური ფორმების მქონე ვილა კალი, რომლისთვისაც სპეციალურად შერჩეული განათება ხაზს უსვამს ნაგებობის არქიტექტურის ჰორიზონტალურ ხაზებს, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე, ლიბანში მდებარეობს.

მინის უზარმაზარი ვიტრაჟებით უზრუნველყოფილი საცხოვრებლისთვის უხვადაა გამოყენებული მწვანე საფარი, რომელიც არა მხოლოდ მთლიან სახურავზე, არამედ სართულებს შორისაცაა ექსპონირებული. ვილას კეთილმოწყობილი ექსტერიერი გააჩნია, სადაც ლაჟვარდოვანი საცურაო აუზიცაა.

ინტერიერი გამოირჩევა მარმარილოს მასალის იატაკით, რომელსაც ხის ძვირადღირებული მასალის ჩანართებიც აქვს, ორიგინალუირად განათებული ჭერით და თანამედროვე სტილის ავეჯირებით.

Comments

comments