ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის ვილა 33 მილიონი აშშ დოლარი ღირს

ულამაზესი ვილა სახელწოდებით მილაია, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის მომაჯადოებელი ხედები იშლება, ისრაელში, თელავივის ჩრდილოეთით მდებარე სახელგანთქმულ სანაპირო ზოლ Herzliya Pituach–ზე მდებარეობს.

მდიდრული ვილა, რომელიც 8600 კვ. ფუტზეა განთავსებული, მახლობლად არსებულ ყველა სხვა საცხოვრებლისგან რადიკალურად განსხვავდება. ვილაში შესასვლელად მოოქვრილი ჭიშკარი და უზადოდ მოვლილი გაზონი მიუძღვის.

რუდუნებით მოვლილი ეზოსა და ბაღს არაერთი კეთილმოწყობილი ტერასა ამშვენებს, ხოლო ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი კი ვილის უკან არსებულ ეზოს მთლიან სიგრძეს მოიცავს, რომელსაც ხეთა რიგი გასდევს გრძივად.

მდიდრული ვილა 6 საძინებელსა და მარმარილოს მასალით მოპირკეთებულ 8 სააბაზანოს მოიცავს. ხის მასალის პარკეტითა და ვერსაჩეს ინკრუსტაციით უზურნველყოფილი სხვადასხვა სართულზე განლაგებული ოთახები, რომელთაც ძალზე ორიგინალური კიბე აკავშირებს, მდიდრული ტახტებითა და შეზლონგებითაა ავეჯირებული.

გარდა საცხოვრებლად არსებული ყველა დანიშნულების ოთახისა, სადაც უხვადაა სხვადასხვა ზომის მდიდრული ჭაღები, ვილა ასევე მოიცავს კინოთეატრს, საბილიარდოსა და სატრენაჟორო დარბაზს.

ვილაში არსებული 8 სააბაზანოდან ერთ–ერთი 14–კარატიანი ოქროს მასალის სააბაზანო ნიჟარითაა უზრუნველყოფილი, რომელსაც ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმა აქვს, ხოლო ერთი მათგანი კი სპას მსგავსი სააბაზანოს როლს ითავსებს.

შთამბეჭდავი ვილა მილაია ამჟამად გასაყიდია და მისი საფასური 33 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments

comments