ჯილ ბლისის „ბუნების საოცრება“

პროექტი „ბუნების საოცრება“ მხატვარს, ნატურალისტს, პედაგოგსა და ფერმერს ჯილ ბლისს ეკუთვნის, ვინაც სელიშის ზღვაში არსებულ პატარა კუნძულზე ცხოვრობს. ავტორი ულამაზეს ველურ სოკოებს მოიპოვებს, მათგან საოცარ კომპოზიციებს ქმნის და ფოტოებს უღებს საკუთარი პროექტისთვის.

ჯილ ბლისმა 2012 წელს მთელი მისი ქონება გაყიდა და ნიუიორკსა და სან ფრანცისკოში დიზაინერის კარიერასაც შეელია, რათა კუნძულზე გადასახლებულიყო. მისი მიზანი კი ერთადერთი იყო – ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

Comments

comments