fbpx

ჯიმი ჩუს ახალი სარეკლამო კამპანია

ლონდონში მოღვაწე მალაიზიელმა დიზაინერმა ჯიმი ჩუმ, ვინაც ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელ, მდიდრული მოდის დიზაინერად მოიაზრება და სახელგანთქმულია მანდილოსანთათვის განკუთვნილი ხელნაკეთი ფეხსაცმელების შექმნით, სულ ახლახანს გამართა ახალი სარეკლამო კამპანია, სადაც 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ფეხსაცმლისა და ჩანთების ახალი კოლექციის გარკვეული ნიმუშები წარმოადგენა. სარეკლამო კამპანიის სახედ კი, სინდი კროუფორდის 17 წლის ქალიშვილი, მოდელი და მსახიობი კაია გერბერი მოგვევლინა. ფოტოსესია მოამზადა ფოტოგრაფმა სტივენ მაიზელმა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სეზონისათვის განკუთვნილი კოლექციის ყველა ნიმუში, 11 ივლისს იქნება სრულყოფილად წარმოდგენილი.

Comments

comments