ჰამილტონში არსებული კერძო საკუთრება 27.5 მილიონადაა შეფსებული

17 აკრზე განთავსებული შთამბეჭდავი კერძო საკუთრება, რომელიც მონტანას შტატის ქალაქ ჰამილტონთან ახლოს მდებარეობს, უძრავ ქონებათა გასაყოდ სიაში მოექცა და მისი ღირებულება 27.5 აშშ დოლარს შეადგენს. მდიდრული კერძო საკუთრება, რომლის სახელწოდებაცაა – Bitterroot Valley Farmhouse, მონტანაში არსებულ ძვირადღირებულ საცხოვრებელთაგან ყველაზე ძვირი ფასის მქონეა.

ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ნაგებობა, რომელიც 250000 კვ. ფუტს მოიცავს, კათედრალური ჭერით, ძვირადღირებული ხის მასალის ბოძებით, ვიტრაჟული ვიტრინებით, მარმარილოს და გრანიტის მასალით მოპირკეთებული ბუხრებით და ხელნაკეთი ჭაღებით გამოირჩევა. უძრავი ქონების ახალ მეპატრონეს, ყველა დანიშნულების კეთილმოწყობილ ოთახთან ერთად, შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს 10 საძინებელს, 13 განცალკევებულ სააბაზანო ოთახსა და 7 პარციალურ სააბაზანოს, კინოთეატრს, ღვინის სარდაფს, დიდ სათამაშო ოთახს, სადაც ბარი და ცალკე საბილიარდოცაა.

საცხოვრებლის ტერიტორიაზე ასევეა: ტომ ფაციოს მიერ შემუშავებული გოლფის მოედანი, ორზონიანი საცურაო აუზი, რომელიც ჰიდრომასაჟიან აბაზანას უკავშირდება, სატრენაჟორო დარბაზი, დამიზნებისა და ძიების სისტემით უზრუნველყოფილი ორგანყოფილებიანი კომპლექსური ტირი, 6 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი, სადაც იატაკქვეშა გათბობა, ჩაშენებული კარადები, სამუშაო მაგიდა, ხელსაბანი და სააბაზანოა. მწავნით მოსილ ექსტერიერს არაერთი კეთილმოწყობილი ზონა ამშვენებს, სადაც ნაკადულით, შადრევნებითა და თევზთა არაერთი ნაირსახეობით უზურნველყოფილი აუზიცაა.

Comments

comments