ჰარი უინსტონის უახლესი საიუველირო კოლექცია

ფუფუნების საიუველირო ნაწარმისა და შვეიცარიული საათების მწარმოებელმა ჰარი უინსტონმა წარმოადგინა ახალი კოლექცია, რომლის სახელწოდებაცაა „იდუმალება“.

კოლექცია მოიცავს პლატინის მასალისგან დამზადებულ და ძვირფასი ქვებით მოოჭვილ საიუველირო მორთულობებს. კოლექციაში შემავალი ულამაზესი დიზაინის მქონე ბეჭდები, საყურეები, გულსაბნევები და საათები ინკრუსტირებულია ბრილიანტის, საფირონის და აქვამარინის, მრგვალი და მსხლის ფორმის მქონე უძვირფასესი ქვებით.

Comments

comments