fbpx

130 000 შვეიცარიულ ფრანკად ღირებული მაჯის ახალი საათი UR-111C TT

ჟენევაში დაფუძნებული შვეიცარიული ბრენდი – „URWERK“-ი, რომელიც ავანგარდული დიზაინისა და რთული მექანიზმების მქონე, ძვირადღირებული საათების წარმოებაზე ორიენტირდება, კვლავაც აგრძელებს პუბლიკის გაოცებას. ამჯერად, მათ მიერ წარმოებული სიახლე გახლავთ მაჯის ექსტრავაგანტული საათი – „UR-111C TT“, რომელიც ლიმიტირებული ოდენობით, სულ 25 ეგზემპლარად გამოიცემა, ხოლო მისი ფასი, კი 130 000 შვეიცარიული ფრანკია.

არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელი ბრენდი – „URWERK“-ის წევრებმა, ჯერ კიდევ 2018 წელს შეიმუშავეს პროექტი, სახელწოდებით „სპეციალური პროექტები“ და იმავე წელს გამოსცეს ყველაზე კონცეპტუალური და ინოვაციური მაჯის საათი – „UR-111C“, რომელიც სხვა საათებისაგან განსხვავებით, სრულიად სხვაგვარად ასახავდა დროს (კერძოდ, 30-გრადუსიანი დახრილობის დისპლეისა და სამი რეტროგრადული ცილინდრის მეშვეობით). იმხანად, საათი 2 ვერსიად გამოიცა, სახელწოდებებით: “Iron”-ი და “Gunmetal”-ი, რამაც იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა. 2019 წელს, კი – „URWERK“-მა ზემოთხსენებულ პროექტში შემავალი მესამე მოდელი – ”Black Cobra“ წარმოადგინა.

ახლდაწარმოებული სიახლის იტერაცია – „TT“ – ორ ელფერს გულისხმობს. ჰოდა, „UR-111C TT“-ც თითქმის მის წინამორბედთა იდენტურია, თუ არ ჩავთვლით მის ორფეროვან შეფერილობას.

საფირონის კრისტალის სარქველის მქონე „UR-111C TT“-ს კორპუსი, რომელიც სხვა ძვირადღირებული საათებისგან განსხვავებით ფოლადის მასალითაა დამზადებული, 42 მმ სიგანის, 46 მმ სიგრძისა და 15 მმ სიმაღლის მქონეა. ძალზედ რთული ავტომატური მიკრომექანიზმის მქონე სიახლე უზრუნველყოფილია 48-საათიანი სარეზერვო სვლით და წყალგაუმტარია 30 მ-ის სიღრმემდე.

რაც შეეხება მის საფასურს, იგი 130 000 შვეიცარიული ფრანკია, რად დაახლოებით 133 705 აშშ დოლარს შეადგენს.

Comments

comments