fbpx

15.9 მილიონ ევროდ ღირებული მდიდრული ვილა

ექსკლუზიური კერძო საკუთრება, რომელიც ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარბელიასთან ახლოს, კერძოდ კი სიერა ბლანკას პრესტიჟულ რეგიონში მდებარეობს, უძრავ ქონებათა გასაყიდ სიაშია შესული და 15.900.000 ევროდაა შეფასებული.

5005 კვ. მ–ზე განთავსებული ვილა, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის ულამაზესი ლანდშაფტი იშლება, მოიცავს ხე–მცენარეებით, ხეხილითა და დეკორატიული ნარგავებით უზრუნველყოფილ, უზადოდ მოვლილ ბაღსა და ეზოს, სადაც არაერთი პატიო, ლაუნჯი, სასადილოდ, გასართობად და მოსასვენებლად განკუთვნილი სივრცეებია.

ორდონიანი მდიდრული ვილა, რომლის საცხოვრებელი ფართიც 1817 კვ. მ–ს შედგენს, მოიცავს: 7 საძინებელსა და 7 სააბაზანოს; სივრცულ ჰოლს, სასტუმროს, სასადილოს, სამზარეულოსა და გასართობ ოთახებს; ოფისს; კინოთეატრს; ღვინის სარდაფს; სატრენაჟორო დარბაზს; სოლარიუმს; მასაჟის ოთახით აღჭურვილ დახურულ საცურაო აუზს; სხვადასხვა დანიშნულების მქონე არაერთ კეთილმოწყობილ ტერასას და 4 ავტომობილისთვის განკუთვნილ ავტოფარეხს.

ექსტერიერს კი ასევე ამშვენებს ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი, ბარბეკიუსთვის განკუთვნილი სივრცე, ღია (საზაფხულო) სამზარეულო, ორიგინალური ფანჩატურები და სრუმართათვის განკუთვნილი ცალკე ნაგებობა. მდიდრულ ვილაში ყველა პირობაა დაცული, რომ მისმა ახალმა მფლობელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.

Comments

comments