2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებლები

ამჯერად შესაძლებლობა გაქვთ თვალი გადაავლოთ იმ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებათა ამსახველ ფოტოკოლაჟს, რომლებიც 2017 წლის გასაყიდი სიის ათეულში მოექცა.

10. Shelter Island Estate – $22,750,000

კერძო საკუთრება, რომლის სახელწოდებაცაა Shelter Island Estate–ი, მდებარეობს მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე სუფთა ტბა – Montana’s Flathead–ზე არსებულ პაწაწინა კერძო კუნძულზე. საკუთრება 32 000 კვ. ფუტ ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგან საცხოვრებელ ფართს 7000 ფუტი წარმოადგენს.
საცხოვრებელი, სადაც გასართობად თუ სხვადასხვა დანიშნულებისთვის მიჩნეული უამრავი სივრცეა, უზრუნველყოფილია მზის სისტემის პანელებით და 100 კვტ–იანი დიზელის გენერატორით. საცხოვრებელშია: 5 საძინებელი, 8 სააბაზანო, სასტუმრო ოთახი, რომელსაც წითელი მაკაგონის პანელებში ჩაშენებული 120–დუიმიანი ტელევიზორი ამშვენებს, სივრცული სასადილო, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი სამზარეულო, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის სარდაფი და კიდევ ბევრი შთამბეჭდავი რამ, რაც კერძო კუნძულზე განთავსებულ საკუთრებას ყოველმხრივ კომფორტულს ქმნის.

9. Benham – $33.5 million

ეს უნიკალური საკუთრება, რომელიც რამდენადაც უჩვეულოდ არ უნდა მოგეჩვენოთ 956 წ–ით თარიღდება, ინგლისში, კერძოდ ბერკშირში მდებარეობს. იგი 2017 წლის უძრავი ქონების გასაყიდ სიაშია შესული და მისი საფასური 26 მილიონ ფუნტ–სტერლინგს (დაახლოებით 33.5 აშშ დოლარს) შეადგენს. ნაგებობა 27 620 კვ. ფუტ საცხოვრებელ ფართს მოიცავს, რომელსაც თან ერთვის 130 აკრის ფართობის მქონე, მე–18 ს–ის სამეფო ლანდშაფტების ტიპის დიზაინირებული პარკი. თვით ნაგებობა 250 წლის წინა დაპროექტდა და აიგო (1772–1775 წ–ის შუალედში) ჰენრი ჰოლანდის მიერ და დღემდე ბრწყინვალედაა შენარჩუნებული იმგვარი ორიგინალური დეტალები როგორიცაა: პორტლანდის ქვის კონსოლური კიბე, ქვაში ამოკვეთილი აბაზანა, ღვინის სარდაფი და სხვა. ჯეროვნად გათვლილი სარესტავრაციო პროცესის შემდომ, საცხოვრებელი ახლა უკვე უზრუნველყოფილია გამაჯანსაღებელი ცენტრით და სხვა უამრავი თანამედროვე მოწყობილობებით, რაც მის მომავალ მფლობელს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

8. Balinese-Inspired Montecito Estate – $40 million

თუ მთისა ოკეანის ლანდშაფტების ტრფიალი ხართ, მაშინ ეს შთამბეჭდავი საცხოვრებელი ზუსტად ისაა, რაზეც გიოცნებიათ. ამჯერად მხედველობაში გვაქვს მდიდრული საცხოვრებელი – Balinese-Inspired Montecito Estate–ი, რომელიც 8245 კვ. ფუტ საცხოვრებელ ფართს მოიცავს. ეს გახლავთ კალიფორნიული კომფორტისა და აზიური დიზაინის მშვენიერი ნაზავი, სადაც 3 საძინებელი, 3 სააბაზანო და საცხოვრებლად მიჩნეული სხვა ყველა დანიშნულების კომფორტული ოთახია, სადაც ბაზალტის ქვისა და ძვირადღირებული ხის მასალაა გამოყენებული. ექსტერიერი უზრუნველყოფილია უკიდეგანო საცურაო აუზით, რომელსაც საშხაპე და ორთქლის საუნა ესაზღვრება, დეკორატიული აუზებით, ორიგინალური პატიოებით, ბრწყინვალედ მოვლილი ბაღით, ცალკე არსებული საოფისე სივრცით, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზით და ბევრი სხვა მიმზიდველი რამით. კერძო საკუთრება 40 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

7. Chateau de Promenthoux – 48 million Swiss francs

ჟენევის ტბის პირას არსებული Chateau de Promenthoux–ი მე–19 ს–ის სასახლეა, რომელიც სტეფან სოუსტრიმ დააპროექტა. გაგიკვირდებათ და იგი მხოლოდ ცისფერსისხლიანთათვის იყო განკუთვნილი. სასახლეს დასრულებული სახე ჯერ კიდევ 1896 წელს ჰქონდა და იგი ინგლისელი მოდელიერის, ჩარლზ ფრედერიკ უორტის ვაჟის, ჟან–ფილიპ უორტის საზაფხულო რეზიდენციად მოიაზრებოდა. სასახლეს გარს აკრავს 9.1 აკრის ფართობის ტყითა და პარკით უზურნველყოფილი ჟენევის ტბის სანაპირო ზოლი. 4–სართულიან სასახლეში 14 000 კვ ფუტი შთამბეჭდავი საცხოვრებელი სივრცეა, სადაც 8 საძინებელი, 6 სააბაზანო, 4 სივრცული მისაღები, არაერთი სამზარეულო, მომხიბვლელი ბიბლიოთეკა, კაბინეტი და მომსახურე პერსონალთათვის არსებული ოთახებია, რომელთაგან ჟენევის ტბის თვალწარმტაცი ლანდშაფტი მოსჩანს. გასაყიდ სიაში არსებული კერძო საკუთრება 48 მილიონ შვეიცარიულ ფრანკადაა შეფასებული.

6. Tommy Hilfiger’s Plaza Hotel Penthouse – $50 million

2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების ტოპ–ათეულის მეექვსე ადგილი, ამერიკელი ფეშენ–დიზაინერის ტომი ჰილფიგერის საკუთრებამ დაიკავა, რომლის საფასურიც 50 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ. სამხრეთის ცენტრალურ პარკსა და მეხუთე ავენიუს შორის არსებული Plaza Hotel–ის ბოლო ორ სართულზე არსებული პენტჰაუსი, რომელიც 5600 კვ. ფუტ ფართობს მოიცავს, სულ ახლახანს იქნა რეკონსტრუირებული, რომლის თანხამაც 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამჯერად პენტჰაუსში მარმარილოს მასალით მოპირკეთებილი ოთახებია, სადაც ინგლისური კირქვისა და ქვის მასალის ძველებური სტილის ჩაშენებული ბუხრებია. 12–ოთახიანი საკუთრება ძვირადღირებული ხის მასალითაა მოპირკეთებული, იქ ბიბლიოთეკა, ბარი, სასადილო, მედია–ოთახი და კიდევ ბევრი დამაინტერესებელი რამაა. ეს ყოველივე კი ახალ მფლობელს 50 000 აშშ დოლარი დაუჯდება.

5. Crystal Pointe – $75 million

ტაჰოს ტბის სანაპიროზე არსებული რეზიდენცია, სახელწოდებით – Crystal Pointe, 16 232 კვ. ფუტ საცხოვრებელ, ექსტრაორდინარულ ფართს მოიცავს, სადაც ბუხრებით უზრუნველყოფილი 8 საძინებელი, 10 სააბაზანო, ათ პერსონაზე გათვლილი კინოთეატრი, ბარი და ყველა სხვა დანიშნულების კეთილმოწყობილი ოთახია. 5.14 აკრის საერთო ფართობის მქონე ტერტერიტორიაზე, გარდა ძირითადი რეზიდენციისა კიდევ სხვა ნაგებობებიცაა, რომელთაგან ზოგი მათგანი სტუმართათვის განკუთვნილი, ზოგი სანაპირო სახლი, ხოლო ზოგი კი მომსახურე პერსონალთა და მეთვალყურეთათვის განკუთვნილი ნაგებობაა. კერძო საკუთრება 75 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

4. Somma Way Villa – $75 million

კალიფორნიაში, კერძოდ ლოს ანჟელესის პრივილეგირებულ რაიონში არსებული ვილა – Somma Way 40 000 კვ. ფუტ მომაჯადოებელ საცხოვრებელ ფართს მოიცავს, სადაც 8 საძინებელი, 21 სააბაზანო, 6 ბარი, 2 საცურაო აუზი, საკალათბურთო მოედანი, სპა–სალონი და გამაჯანსაღებელი ცენტრია. უძრავი ქონება 75 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

3. Wallich Residence Super Penthouse – $78.4 million

პენტჰაუსი, რომლის საფასურიც 78.4 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ, სინგაპურის ცენტრში, კერძოდ მის ისტორიულ რაიონ ტანჯონგ პაგარის გადასცქერის. აპარტამენტი, რომლის მდიდრულად მოწყობილი საცხოვრებელი ფართიც 21 108 კვ ფუტს (1961 კვ მეტრს) მოიცავს და რომელსაც „სუპერ პენტჰაუსად“ მოიაზრებენ, მრავალსართულიანი ნაგებობის 62 და 64 სართულებს შორისაა განთავსებული. იგი სინგაპურში არსებულ პანტჰაუსებს შორის ყველაზე დიდი პენტჰაუსია და უზრუნველყოფილია 6 საძინებლით, 6 სააბაზანო ოთახით, კერძო საცურაო აუზით, ჯაკუზით უზრუნველყოფილი ცალკე ოთახით, ბარით და სპეციალური გასართობი ოთახით. საცხოვრებელ კომპლექსში ასევეა ქალაქის მომხიბვლელი პარკი, რომელიც რამდენიმე რესტორანს მოიცავს, სადაც სტუმრებს როგორც ყოველდღიურ ჩვეულ კერძებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელიტარულ დელიკატესებსაც შესთავაზებენ.

2. II Palmetto – $137 million

შვეიცარიული წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა მაურის ფატიომ, ჯერ კიდევ 1930 წელს ააგო მომაჯადოებელი სილამაზის მქონე სასახლე, სახელწოდებით II Palmetto, რომელიც პალმების სანაპირო ზოლის 5.46 აკრს მოიცავს. რენესანსის ტიპის იტალური სასახლე, რომელიც მთლიანად რესტავრირდა და თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით აღიჭურვა, ამჟამად 2017 წლის ყველაზე ძირადღირებულ უძრავ ქონებათა გასაყიდი სიის მეორე ადგილს იკავებს და 137 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.
პავილიონის სერიებად დაპროექტებულ ნაგებობებს ფარული არკადები უკავშირებს ერთიმეორეს. ძირითადი ნაგებობა კი ოფიციალურ სასადილოს მოიცავს, რომელიც მე–16 საუკუნის მოჩუქურთმებული ჭერითაა უზრუნველყოფილი. იქვეა შეფ–მზრეულის სამზარეულო, რომელიც ყველა სახის ინდივიდუალური მოწყობილობებითაა აღჭურვილი. ძირითადი ნაგებობის შემადგენლობაში ასევე შედის თეატრი, საბილიარდო და უზარმაზარი საცურაო აუზი, რომელსაც გასარუჯად, მოსასვენებლად თუ გასართობად მიჩნეული კეთილმოწყობილი სივრცე აკრავს გარს. II Palmetto–ს ახალი მფლობელის განკარგულებაში ასევე იქნება 20 000 ბოთლის ტევადობის ღვინის სარდაფი, სატრენაჟორო დარბაზი და შესანიშნავი სპა–ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინტელექტუალური მართვის სისტემითაა უზრუნველყოფილი და სმარტფონის მეშვეობით იმართება და კონტროლირდება.

1. Bel-Air Pad – $250 million

ეს არქიტექტურული შედევრი, რომლის სახელწოდებაცაა – Bel-Air Pad–ი, აშშ–ში ოდესმე გაყიდულ უძრავ ქონებათაგან ყველაზე ძვირადღირებულია. 38 000 კვ ფუტის ფართის მქონე 250–მილიონად ღირებული საცხოვრებელი იმთავითვე გათვლილი იყო მდიდრულ ცხოვრებისეულ ყოფაზე, რაც არა მხოლოდ ძვირადღირებულ საშენ მასალასა თუ ავეჯირებაზე, არამედ წვრილმან დეტალებზეც ვრცელდებოდა. საცხოვრებელი მოიცავს: 17 000 კვ ფუტის მქონე გასართობ სივრცეს, ვერტმფრენის ასაფრენ–დასაფრენ სივრცეს, სპა–სალონს, კოსმეტიკურ სალონს, ღია პავილიონს ბარით, Technogym–ის აღჭურვილობებით უზრუნველყოფილ სატრენაჟორო დარბაზს, გურმანთათვის 3 სამზარეულოს, სასადილოდ მიჩნეულ სამ ღია სივრცეს. რაც შეეხება ინტერიერს, იქ ლუქსის კლასის 2 საძინებელია, სტუმართათვის გათვლილი 10 დიდი ზომის აპარტამენტი, 21 სააბაზანო და საცხოვრებლად საჭირო ყველა სხვა ტიპის ოთახი, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა უზრუნველყოფილი. თუმცა ეს ყველაფერი როდია! გასაყიდი კერძო საკუთრების ავტოფარეხში 10 შესანიშნავი მოტოციკლია, რომელთა შორისაცაა ელექტრონული Lito Green Motion Sora, ასევეა 12 ავტომობილი, მათ შორის: ლიმიტირებული გამოცემის Bugatti Veyron–ი, 1936 50K Mercedes Benz–ი და Pagani Huayra, რაც კერძო საკუთრების საფასურში შედის. ახლა კი თავად განსაჯეთ, გაუმართლებს თუ არა საკუთრების ახალ მფლობელს, რომელსაც ამ ყოველივესთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გაღება მოუწევს?

Comments

comments