$29 მილიონად შეფასებული ვანკუვერის ულამაზესი კერძო საკუთრება

წალკოტად ქცეული კერძო საკუთრება, რომელიც კანადაში, კერძოდ ვანკუვერის განაპირას არსებულ ტყისა და მდინარის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს, შესაძლოა საოცნებო თავშესაფარად იქცეს მათთვის, ვისაც ქალაქის ცხოვრებისეული წესისგან თავის დაღწევა სურს.

14 აკრის ტერიტორიის მქონე კერძო საკუთრება სხვადასხვა სექციებადაა დაყოფილი, რომელთაგან ცენტრში 8502 კვ. ფუტი საცხოვრებელი ფართის მქონე ძირითადი ნაგებობა მდებარეობს. დასავლური არქიტექტურის მქონე ნაგებობა, რომელიც იაპონური ხელოვნების შტრიხებით ძალზედ ოსტატურადაა გაჯერებული, 4 საძინებელსა და 5 სააბაზანოს მოიცავს.

ბუნებრივად მომხიბვლელ ლანდშაფტურ ზოლში გაშენებულ საცხოვრებელს, გემოვნებით შერჩეული დეკორატიული მცენარეებით უზრუნველყოფილი და უზადოდ მოვლილი ეზო, ბაღი და არაერთი ორიგინალური პატიო ამშვენებს. კერძო საკუთრების ტერიტორიაზე არსებულ განცალკევებით მდგარ სხვადასხვა ნაგებობებს შორისაა სტუმართათვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლი, ულამაზესი ორანჟერეა, ორიგინალური სასადილო, სათბური და კიდევ ბევრი სხვა რამ. საკუთრების ახალ მფლობელს კი შესაძლებლობა ექნება 29 მილიონ აშშ დოლარის საფასურად დაეპატრონოს ამ ზღაპრულ სამყაროს და თავი მართლაც ზღაპრის გმირად იგრძნოს.

Comments

comments