fbpx

3.6 მილიონ აშშ დოლარად ღირებული ბუგატის ახალი მოდელი

სახელგანთქმული ავტოკომპანია – ბუგატის წევრებმა, ახალი ჰიპერავტომობილი – „Bugatti Chiron Pur Sport“-ი წარმოადგინეს, რომლის წარმოებასაც კომპანია ლიმიტირებული ოდენობით, სულ 60 ეგზემპლარად აპირებს, ხოლო თითოეულის ფასი კი 3.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

სიახლე დაფუძნებულია კლასიკურ მოდელ – „Chiron“-ზე, თუმცა ახალი მოდელი სიახლეთა სიუხვით გამოირჩევა. კერძოდ, „Bugatti Chiron Pur Sport“-ი მის წინამორბედზე 50 კგ-ით მსუბუქია; უზრუნველყოფილია ახალი აეროდინამიკური კონფიგურაციით; უახლესი დიფუზორით; უფრო მედეგი საკიდარით; სიჩარეთა გადაცემის 7-საფეხურიანი განახლებული კოლოფით; მაღალიხარისხიანი საბურავებით; შთამბეჭდავი სალონით, სადაც შავი შეფერილობის ანოდირებული ალუმინისა და ტიტანის მასალის არაერთი ელემენტი შესანიშნავად მიესადაგება – „Alcantara“-ს მიერ წარმოებულ ტყავის მასალას.

„Bugatti Chiron Pur Sport“-ი ძველებურად აღჭურვილია 8-ლიტრიანი – W16-ტიპის მასიური ძრავით, რომელიც მას 1500 ცხ. ძალით და 1600 ნიუტონ/მეტრი მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს, თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, იგი 60-დან 120 კმ/სთ-ს 2 წუთით უფრო სწრაფად ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე, კი 350 კმ/სთ-ს წარმოადგენს.

Comments

comments