fbpx

40 მილიონ აშშ დოლარად ღირებული ვილა კუნძულ ვირჯინ-გორდაზე

მდიდრული ვილა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულთაგან, სიდიდით მესამე კუნძულ (ტორტოლასა და ანეგადას შემდგომ) – ვირჯინ-გორდაზე მდებარეობს, უძრავი ქონების გასაყიდ სიას სულ ახლახანს შეემტა და 40 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მარჯნის რიფების ყურეში გაშენებული კერძო საკუთრება, რომლის ავტორიც სახელგანთქმული არქიტექტორი – კენ კაო გახლავთ, სანაპირო ზოლის 12.5 აკრს მოიცავს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საცხოვრებლის ფართი – 8000 კვ. ფუტია (დაახლოებით 744 კვ. მეტრი).

ოვალური ფორმის მქონე ორსართულიან ვილაში, რომელიც მინის უზრმაზარი ვიტრაჟებითაა უზრუნველყოფილი, 5 საძინებელი, 7 სააბაზანო, სივცული სასტუმრო და სასადილო ოთახი, ე.წ. მედია-ოთახი და სამზარეულოა.

მთავარი საძინებელი და 2 სააბაზანო განთავსებულია ნაგებობის მეორე სართულზე, ხოლო 4 საძინებელი, რომლებიც არა მხოლოდ პერსონალური სააბაზანოებით, არამედ პერსონალური პატიოებითაცაა უზრუნველყოფილი, პირველ სართულზე მდებარეობს.

ნაგებობაში არსებული ყველა ოთახის მინის ვიტრაჟები, რომლებიც კედლის მოვალეობასაც ითავსებენ, მოძრავია და ელექტრონულად მართვადია.

დეკორატიული მცენარეებით უზრუნველყოფილ ექსტერიერს სხვადასხვა დანიშნულების კეთილმოწყობილი ტერასა, მობილური ტელეფონით მართვადი მცირე ზომის ჩანჩქერი და პეიზაჟური საცურაო აუზიც ამშვენებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნაგებობის სახურავზე, რომლის ფართიც 7450 კვ. ფუტია, დეკორატიული ბაღია გაშენებული, რომლის მეშვეობითაც არა მხოლოდ საცხოვრებლის შიდა ტემპერატურა რეგულირდება, არამედ ვილას იდეალურ ჰარმონიაში წარმოადგენს იქ არსებულ ბუნებრივ გარემოსთან.

Comments

comments