$400,000 ღირებული სუპერავტო SCG 004S

სპორტულ ავტომობილებზე კვალიფიცირებულმა, ამერიკული ბრენდი – სკუდერია კამერონ გლიკენჰაუსის წევრებმა, შეიმუშავეს ახალი ჰიპერავტოს მოდელი – SCG 004S, რომლის გამოცემასაც მომავალი წლის ბოლოს გეგმავენ და რომლის საფასურიც 400 000 აშშ დოლარი იქნება.

სიახლე საუკეთესო მონაცემებით წარსდგება პუბლიკის წინაშე. იგი უზრუნველყოფილია: კარბონის კომპოზიტის ულტრამსუბუქი შასითა და კორპუსით, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა მის წონაზე, რომელიც მხოლოდ 1179 კგ–ს შეადგენს (ეს მონაცემი კი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე საშუალო ზომის სედანი).

SCG 004S აღჭურვილი იქნება სიჩქარის 6–საფეხურიან გადაცემათა მექანიკურ კოლოფთან დაკავშირდებული – V8–ტიპის 5 ლიტრაჟიანი წყვილი ტურბოძრავით, რომელიც ავტომობილს 650 ცხ.ძალითა და 720 ნიუტონმეტრით უზრუნველყოფს.

უნიკალურ სალონს მაკლარენ F1–ის სტილის სამადგილიანი სავარძელი დაამშვენებს, რომელთაგან ცენტრში მძღოლის სავრძელია, ხოლო ორი მათგანი კი მძღოლის სავარძლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, თუმცა მის უკანაა განთავსებული.

სალონი ასევე უზრუნველყოფილი იქნება საჭის ახალი ტექნოლოგიებით შემუშავებული ღერძით, სპეციალური ტუმბლერებით, მუხრუჭისა და გაწევის ანტიბლოკირების უახლესი სისტემებით და სხვა ბევრი საინტერესო რამით.

სუპერავტომობილის სერიიდან, რომლის რაოდენობასაც ბრენდი 2020 წლამდე 250 ერთეულამდე გეგმავს და რომლის საწყის საფასურად 400 000 აშშ დოლარი (დაახლოებით 301,640 ევრო) მოიაზრება, 25 ეგზემპლარი სახელწოდებით – “Founders Editions” მომავალი წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. სკუდერია კამერონ გლიკენჰაუსი უკვე იღებს სავარაუდო შეკვეთებს, რის დეპოზიტადაც 40 000 აშშ დოლარია საჭირო.

Comments

comments