fbpx

50 000 აშშ დოლარად ღირებული საკრედიტო ბარათები

ციურიხში დაფუძნებულმა კომპანია – „Rosan Diamond“-მა, რომელიც ძვირადღირებული საკრედიტო ბარათების დამზადებაზე ორიენტირდება, კვლავაც შეძლო პუბლიკის გაოცება. ოქროს მასლისგან ნამზადი საკრედიტო ბარათების მათ მიერ წარმოდგენილი ახალი ნიმუშები, რომლებიც ძვირადღირებული საიუველირო ქვებითა და უჩვეულოდ კრეატიული დიზაინით გამოირჩევა, ამჯერად – 50 000 აშშ დოლარადაც კია შეფასებული.

შვეიცარიული კომპანია – „Rosan Diamond“-ი 2000 წელს დაფუძნდა და -„VISA“-ს სერთიფიკატის მოპოვების შემდგომ, წარმატებით აწარმოებს და ყიდის ოქროს მასალისგან დამზადებულსა და ძვირადღირებული ქვებით ინკრუსტირებულ, მომხიბვლელ საკრედიტო ბარათებს – „VISA Infinite“-ისა და „VISA Signature“-ის პლატფორმებზე. ბრენდის მომხმარებლებად მსოფლიოს მდიდარი მეწარმეეები და ბისნესმენები მოიაზრებიან.

ექსტრაორდინარული საკრედიტო ბარათები შთაგონებულია იმგვარი თემატიკით, როგორიცაა: მითოლოგია, კულტურა, ბუნება და სხვა, რომელთაც თანამედროვეობის ამსახველი ასპექტებიც იმგვარად ერწყმის, რომ საკრედიტო ბარათთაგან თითოეული, ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშს წარმოადგენს.

Comments

comments