fbpx

67 000 აშშ დოლარად ღირებული ახალი ყურთსასმენები Apple AirPods Pro Gold

სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდგომ, რაც Apple-ის მიერ წარმოდგენილმა და ბრწყინვალე შესაძლებლობების მქონე უსადენო ყურთსასმენებმა – „Apple AirPods Pro“-მ დღის სინათლე იხილა, თუმცა ძვირადღირებულ აუდიო-აქსესუართა რიცხვს, უკვე კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი – „Apple AirPods Pro Gold“-ი შეემატა, რომლიც შთამბეჭდავი ფასიც 67 000 აშშ დოლარი გახლავთ.

18-კარატიანი ოქროს მასალით შექმნილი ახალი უსადენო ყურთსასმენები, რომელიც ლიმიტირებული ოდენობით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად გამოიცა, Apple-ისა და Caviar-ის კოლაბორაციის შედეგია, თუმცა რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, იგი „Airpods Pro“-ს აბსოლუტურად იდენტურ ვერსიას წარმოადგენს.

ზეფუნქციონალურმა „Airpods Pro“-მ იმთავითვე გაითქვა სახელი – მისი ჩინებული მაჩვენებლებით, რაც შესაძლებლობას იძლეოდა ნებისმიერ სიტუაციაში მისი გამოყენებისა, იქნებოდა ეს: ბიზნეს-ზარები, სპორტული აქტივობები და თვით აბაზანის მიღებაც კი (რამდენადაც ეს უნიკალური ყურთსასმენები ნესტის მიმართაც კი რეზიზტენტულია).

ფაქტიურად, უმნიშვნელო სახეცვლილება განიცადა ყურთსასმენების დიზაინმა და წონამ (ძვირადღირებული მეტალი, სიახლის წონაზე აისახა და წინამორბედთან შედარებით, იგი უფრო მძიმეა, თუმცა არა იმდენად, რომ მფლობელს დისკომფორტი შეუქმნას). მათთვის სამწუხაროდ, ვისაც წარმოდგენილი სიახლის შეძენა ჰქონდათ განზრახული გაუწყებთ, რომ – „Apple AirPods Pro Gold“-ის ერთადერთი მოდელი უკვე გაყიდულია, თუმცა ვაიმედებთ, რომ ეპოქალური ძვირადღირებული სიამოვნებები აქ არ სრულდება…

Comments

comments