69,000 ევროდ ღირებული მაჯის საათი

შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა კომპანია – Vacheron Constantin–მა, რომელიც მდიდრულ, პრესტიჟულსა და ტრადიციულ საათების წარმოებაზე სპეციალიზირდება, წარმოადგინა ახალი ნაკეთობა, რომელიც მაჯის საათი – Vacheron Constantin Traditionnelle Complete Calendar “Excellence Platine“ გახლავთ და რომლის საფასურადაც 69,000 ევრო მოიაზრება.

კლასიკური ვიზუალის მქონე სიახლის კორპუსი და ციფერბლატი პლატინის მასალისაა და უზრუნველყოფილია კალენდრის რთული სისტემით, რომელიც წლის, თვის რიცხვისა და დღის მაჩვენებლის გარდა, მთავრის ფაზებსაც აღნიშნავს. შვეიცარიელმა სპეციალისტერმა იგი იმგვარი ტექნოლოგიით შეიმუშავეს, რომ მთავრის ფაზები კორექტირებას მხოლოდ 122 წლის შემდგომ საჭიროებს. სიახლის თვითმართვადი კალიბრი–2460, დამზადებულია 22–კარატიანი ოქროს მასალისგან და სვლის 40–საათიანი სარეზერვო შესაძლებლობით გამოირჩევა.

Vacheron Constantin Traditionnelle Complete Calendar “Excellence Platine“–ი უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ტყავის მასალის სამაჯურით. სიახლე მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოიცემა და თითოეული მათგანის საფასური 69,000 ევრო იქნება.

Comments

comments