fbpx

8.2 მილიონ აშშ დოლარად ღირებული შთამბეჭდავი იახტა Dynamiq GTM 90

მონაკოში დაფუძნებული სუპერიახტების იტალიური ბრენდის – „Dynamiq“-ისა და გერმანული ავტომწარმოებლის – „Klassen“-ის წევრების კოლაბორაციის შედეგად, წარმოდგენილ იქნა მომხიბვლელი იახტა – „Dynamiq GTM 90“-ის კონცეპტი. სიახლე, რომელიც იდეალურად შეესაბამება ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს და რომლის დიზაინიც შემუშავებულია სუპერავტომობილის სტილში, 8.2 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

27, 5 მ-ის სიგრძის მქონე იახტა, სადაც უმაღლესი კლასის კომფორტია, აღჭურვილია: ე.წ. სანაპირო ზოლის კლუბით, სალონით, სასტუმრო, სასადილო და მოსასვენებელი ზონებით, ბარით, თხევად-კრისტალური განათებით, „Bowers & Wilkins“-ის აუდიო სისტემით და ასევე უზადოდ მოწყობილი კაიუტებით, სადაც -„ Bentley Home“-ის მრგვალი ფორმის მქონე კომფორტული საწოლები და ამავე კოლექციის სხვა ნიმუშებია, თუმცა ასევე აღსანიშნავია სპეცშეკვეთით დამზადებული, ონიქსის მასალის აბაზანები, რომლებიც კაიუტების მშვენებას წარმოადგენენ.

16 სტუმარზე გათვლილი იახტა ასევე უზურნველყოფილია სპეციალური სივრცით, სადაც 5.5 x 5.5 ზომის მქონე – „ FunAir“-ის გასაბერი აუზის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა ეს ყოველივე როდია? იახტა ასევე აღჭურვილია სპეციალური ავტომატური მექანიზმით, რაც ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში მისი ღია სივრცის მთლიან დახურვასა და იზოლირებას განახორციელებს. „Dynamiq GTM 90“-ის მაქსიმალური სიჩქარე 30 კვანძია, ხოლო კრეისერული, კი 17 კვანძი – 800 ნიუტონმეტრი რესპექტაბელური დიაპაზონით.

ზემოთ აღნიშნული კოლაბორაციის კიდევ ერთი კონცეპტის, ახლა უკვე – 41 მ-ის სიგრძის მქონე – „Dynamiq GTT 135“-ის წარდგენას, მწარმოებლები ამა წლის სექტემბრის თვეში გასამართ ჟენევის ავტოსალონზე გეგმავენ.

Comments

comments