Acura NSX ფუფუნების ბორბლებით უზრუნველყვეს

მაღალხარისხიანი ბორბლების მწარმოებლად და დისტრიბუტორად აღიარებულმა კომპანია Vossen Wheels–მა, რომლის პროდუქციითაც ბენტლი, მერსედესი, ლენდ როვერი, ლამბორგინი და სხვა პრესტიჟული ავტოკომპანიები სარგებლობენ, ამჯერად Acura NSX–ზე შეაჩერა არჩევანი და იგი ახალი, ე.წ. Brickell Bronze–ს შეფერილობის ფუფუნების ბორბლებით აღჭურვა, რომელთაგან წინა წყვილი 20×9–დუიმი, ხოლო უკანა კი 21×12-დუიმია.

ეს კონკრეტული ნაკრები ცნობილია, როგორც – VPS-314 და ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა ვარიაციებით, როგორც გამჭვირვალე, ასევე მკვეთრი ტონებით, რაც Acura NSX–ს განსაკუთრებულ იერსახეს შესძენს.

თუმცაღა, თუ ეს ბორბლები თქვენს გემოვნებას არ აკმაყოფილებს, მაშინ შესაძლებლობა გაქვთ არჩევანი Vossen Wheels–ის მიერ შემოთავაზებული 38 ნაკრებიდან თავად გააკეთოთ, რის შემთხვევაშიც დაახლოებით 2000 აშშ დოლარამდე თანხის დაზოგვას შეძლებთ.

Comments

comments