Adidas & 55DSL

წელს კომპანია 55DSL დაარსებიდან 15 წლისთავს ზეიმობს. თავდაპირველად 55DSL–ი გვევლინებოდა Diesel ის ექსპერიმენტალურ შვილობილად, მაგრამ მოგვიანებით მან დამოუკიდებელი ფუნქციონირება დაიწყო. კომპანია 55DSL–ს სათავეში უდგას ანდრე როსო (Andrea Rosso), რომელიც Diesel–ს დამფუძნებლის რენცო როსოს (Renzo Rosso) ვაჟიშვილია.

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით,კომპანია 55DSL–მა და Adidas–მა, ერთობლივი პროექტის საფუძველზე შექმნეს მომხიბვლელი თეთრი სპორტული ფეხსაცმელი – ე.წ. კედი. სამწუხაროდ, მათი სნიკერ–კოლექტორის მეშვეობით შეძენის მსურველებს აგვისტომდე დაცდა მოუხდებათ,თუმცა გარწმუნებთ ეს ამად ღირს! მოლოდინი იმედს არ გაგიცრუებთ.

Comments

comments