BMW-ს ახალი ჰიბრიდულ–ელექტრონული ველოსიპედი Active Hybrid e-Bicycle

ბავარიული ავტომწარმოებელი კომპანიის წევრებმა წარმოადგინეს მათი ბოლო ნამუშევარი, რომელიც ჰიბრიდულ–ელექტრონული ველოსიპედი – BMW Active Hybrid e-Bicycle–ი გახლავთ და რომელიც მათ ველოსიპედების ხაზის წარმოების „ახალ ერად“ შერაცხეს. სიახლის საფასურად €3,400 მოიაზრება.

ალუმინის ელეგანტური ჩარჩოს მქონე სიახლე, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებითა და რთული დიზაინითაა შექმნილი, იმგვარადაა დაპროექტებული, რომ ძრავი და აკუმულატორი ტანდემში ინტეგრირებენ. ველოსიპედი უზრუნველყოფილია ელექტროძრავით, რომლის ბატარეაც მას 250 ვატის სიმძლავრითა და 90 ნიუტონმეტრის მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს.

BMW Active Hybrid e-Bicycle–ი ასევე აღჭურვიალია 504 ვატის მქონე სარეზერვო ბატარეით, რომლის გამოყენებისას ელექტროძრავი 4 რეჟიმის მქონე გადასაადგილებელი საშუალებითაა უზრუნველყოფილი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილდეს 25 კმ/სთ–ით. რეჟიმთა სისტემის აქტივაცია კი შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ამას ველოსიპედის მფლობელი თავად მოისურვებს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინოვაციებისა, სიახლე ასევე უზრუნვეყოფილია Selle Royale–ის ძალზედ მოხერხებული სავარძლით, შუქდიოდური განათებით, USB–კაბელისა და Bluetooth–ის ფუნქციებით.

Comments

comments