G-Power–ის მიერ წარმოდგენილი BMW X5 M–ის განახლებული ვერსიები

ბავარიული საავტომობილო ტიუნინგ–ატელიე – G-Power–ის წევრებმა, რომლებიც სახელგანთქმულნი არიან სერიული წარმოების სედანებს შორის სიჩქარეთა მსოფლიოს ახალ–ახალი რეკორდების დამყარებით, ამჯერად – BMW X5 M–ზე შეაჩერეს არჩევანი და მსურველთ, მისი ტექნიკურად 3 ეტაპად გაუმჯობესებული ვერსია შესთავაზეს.

პირველი ეტაპი მოიცავს სტანდარტულ BMW X5 M–ს, რომელიც 4.4 ლიტრაჟიან, წყვილ–ტურბოძრავიან V8–ტიპის ძრავითაა წარმოდგენილი, რაც ავტომობილს უზრუნველყოფს 575 ცხ.ძალითა და 750 ნიუტონ–მეტრ მაბრუნი მომენტით.

მომდევნო ეტაპი სპეციალური ჩიპის მეშვეობით შემუშავდა, რომელიც იგივე ძრავს შესაძლებლობას აძლევს გამოიმუშაოს 650 ცხ. ძალა და 850 ნიუტონ–მეტრი მაბრუნი მომენტი. მესამე ეტაპის BMW X5 M–ის ტუნინგი, კი ავტომობილს 750 ცხ.ძალითა და 980 მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს.

რაღა თქმა უნდა ეს ყოველივე იაფი არ იქნება. განახლებული სრული პაკეტი თქვენ 18 335 ევრო (ან დაახლოებით 22 050 აშშ დოლარი) დაგიჯდებათ, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლობაა მაქსიმალურ სიჩქარესა და დროსთან დაკავშირებით, რაც ალბათ გაცილებით სწრაფად უნდა მოხდეს, ვიდრე BMW X5 M–ს ქარხანაში.

რაც შეეხება ესთეტიურ დონეს, მოცემული X5 M–ი წარმოდგენილია Typhoon–ის ფართე ძარის კომპლექტით, სადაც ავტომობილის ფრთები და ნახშირ–ბოჭკოვანი ახალი კაპოტი, ასევე გაუმჯობესებული წინა პანელი, ახალი უკანა დიფუზორი და ახალი უკანა სპოილერი შედის – ეს ყოველივე კი 16 500 ევროს (ან დაახლოებით 19 850 აშშ დოლარის) ღირებულებისაა.

ხოლო თუ თქვენ ზუსტად იმგვარი ავტომობილის მართვა გსურთ, რომელიც ფოტოზეა ასახული, მაშინ Hurricane RR–ის 23–დუიმიანი უნიკალური შენადნობის მქონე და სპეც–ტექნოლოგიით შემუშავებული დისკოების შეძენაც მოგიწევთ, რომელიც ძალზედ მსუბუქი და იმავდროულად ძალზედ მყარია, რაც 8361 ევრო (ან დაახლოებით 10 500 აშშ დოლარი) ღირს. აბა, რა აზრის ხართ – BMW X5 M–ზე ახლა?

Comments

comments