Heesen Yachts–ის ორი ახალი სუპერიახტა

ჰოლანდიურმა გემთმწარმოებელმა კომპანია – Heesen Yachts–მა, მონაკოს წლევანდელ იახტ–შოუზე 2 ახალი კონცეპტი წარადგინა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ნათელი მაგალითია. ესენი გახლავთ 66 მ სიგრძის მქონე AVANTI და 83 მ სიგრძის MAXIMUS–ი.


AVANTI


MAXIMUS

სპორტული პროფილის მქონე ელეგანტური AVANTI სივრცული გემბანით გამოირჩევა, სადაც შთამბეჭდავი აუზი, ჯაკუზი ბარი და კიდევ სხვადასხვა დანიშნულების მქონე სივრცეებია.

სიახლე უზრუნველყოფილია 12 ადამიანზე გათვლილი ფუფუნების კაიუტებით. მომავალ მფლობელს კი მწარმოებლები სრულ პაკეტს შესთავაზებენ, რომელიც ითვალიწინებს სპა–სალონს, სატრენაჟორო დარბაზსა და საუნას.


AVANTI

შთამბეჭდავი დიზაინის მქონე MAXIMUS–ი 8 მგზავრზეა გათვლილი, რომელთათვისაც 4 ფუფუნებისა და 2 VIP–კაიუტაა გათვალისწინებული. სივრცული გემბანი კი უზურნველყოფილია კეთილმოწყობილი მოსასვენებელი, გასარუჯი და გასართობი სივრცეებით.


MAXIMUS

Comments

comments