Rezvani Tank–ის საწყის ფასად $178,000 მოიაზრება

კალიფორნიელმა ავტომწარმოებელმა Rezvani Motors–მა, რომელიც სახელგანთქმულია ეგზოტიკური სპორტული ავტომობილების წარმოებით, ამჯერად ოფიციალურად წარმოადგინა ექსტრემალური მოდელი „Tank“–ის ფოტოები და გარკვეული ტექნიკური მონაცემიც.

ხუთადგილიანი Rezvani Tank–ი დაფუძნებულია Jeep Wrangler Unlimited–ზე და მის საწყის ფასად $178,000 მოიაზრება.

ტყვიაგაუმტარი მინის მასალით აღჭურვილი Rezvani Tank–ი, რომელიც მწარმოებლებმა „ტაქტიკურ საქალაქო სატრანპორტო საშუალებად“ მონათლეს, უზურუნველყოფილია 6.4–ლიტრაჟიანი V8–ტიპის ძრავით, რომელიც 500 ცხ.ძალასა და 430 მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს და თანაბრად გადანაწილდება ოთხივე ბორბალზე.

მაღალი ხარისხის ტყავის მასალით აღჭურვილ სალონში ერთზონიანი კლიმატ–კონტროლის სისტემაა. იქ ასვეა დამონტაჟებული: თერმოკამერები, 7.9 დუიმიანი ეკრანის მქონე ინფორმაციულ–გასართობი Sci-Fi Cosplay სისტემა, ღამით ხედვისა და თერმული სიტემა. სხვა უნიკალურ მონაცემთა შორის ასევეა ბალისტიკური ჯავშანი, ე.წ. სუიციდის სტილის კარებები, Kevlar–ის ავზი და რადიატორი, სამხედრო დანიშნულების ტიპის 37–დუიმიანი საბურავები და სხვა ბევრი დამაინტრიგებელი რამ.

Comments

comments