Spyker LM85-ის ლიმიტირებული გამოცემა

Spyker C8 Aileron–ის წარმოება ფინალურ ეტაპს უახლოვდება და სპორტული ავტომობილების ჰოლანდიურმა მწარმოებელმა ოფიციალურად განაცხადა 3 ლიმიტირებული მოდელის შესახებ, სახელწოდებით – LM85, რაც C8 Aileron’s–ის 6–წლიანი წარმოების დასასრულთან ასოცირდება. სარბოლო ბრენდით შთაგონებული სიახლე წარმოდგენილია ალუმინის მასალის შთამბეჭდავი ძარით, საბურავთა გაცილებით განიერი თაღით და სხვა ბევრი საინტერესო გარეგნული თუ შიდა მახასიათებლით.

ყოველი მოდელის ექსტერიერი უზრუნველყოფილია Crimson Red–ის წითელი, ან Jet Black–ის ღია მოწითალო ან მოოქროსფრო შეფერილობის აქცენტებით, რომლებიც ავტომობილთა შავ, რუხსა და თეთრ შეფერილობათა კომბინირებაშია წარმოდგენილი. ფერთა ამ თემის უნიკალური სტილი ასევე დაცულია ავტომობილის კაბინაშიც, სადაც მწარმოებელი მომხმარებელს – Spyker–ის ინდივიდუალურ ტყავის მასალის სავარძლებს, საათების შვედი მწარმოებლის – Chronoswiss–ის მაკონტროლებელ ხესლაწყოთა ალუმინის მასალის პანელს და სიჩქარეთა გადაცემის ახალ კოლოფს სთავაზობს, რომლებიც სიახლის ძარის შეფერილობასთან ასევე იმიტირებს.

გასათვალისწინებელია, რომ V8–ტიპის 4.2–ლიტრაჟიანი სუპერძრავა, სიახლეს 525 ცხ. ძალითა და 600 ნიუტონმეტრით უზრუნველყოფს, რაც ავტომობილს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე – 322 კმ/სთ–ი, ხოლო 6–საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის წყალობით მას ხელწიფება 0–დან 100 კმ/სთ–ი 3.7 წმ–ში დაფაროს.

სამწუხაროდ სიახლის ფასისა და სხვა მონაცემთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა როგორც – Spyker CEO–ს გენერალური დირექტორი ვიქტორ მიულერი განმარტავს, ეს ლიმიტირებული მოდელები სპეციალურად იქნა შემუშავებული, რათა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინათ, რომ კომპანიის სახელი ინდივიდუალურ ოსტატობასთან ასოცირდება, რაც სრულიად ესადაგება და ბუნებრივია ახალი თაობის – Spyker C8 Preliator–ისთვისაც.

Comments

comments