fbpx

Victoria’s Secret-ის 2018 წლის გრანდიოზული ჩვენება

სახელგანთქმული ამერიკული ბრენდი – „Victoria’s Secret“-ის წლევანდელი ცერემონია, რომელიც ნიუიორკში გრანდიოზულად წარიმართა, 7 კატეგორიით იყო წარმოდგენილი. პოდიუმზე კი, ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომელთა შორისაც იყვნენ: კენდალ ჯენერი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კენდის სუანეპოლი და ბეჰატი პრისტლი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადრიანა ლიმასთვის ეს ბოლო ჩვენება გახლდათ.

წლევანდელი ცერემონია, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ბრენდისა და ბერძენი დიზაინერის – მერი კატრანსუს კოლაბორაციას უკავშირდება, 7 კატეგორიით იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც იყო: „Glam Royale“-ი, „Golden Angel“-ი, „Flights of Fancy“, „PINK“-ი, „Floral Fantasy“, „Downtown Angel“-ი და „Celestial Angel“-ი.

გაგიკვირდებათ და ცერემონიაზე რა მხოლოდ ქალის შიდა საცვლების ნიმუშები იქნა წარმოდგენილი (რაზეც ბრენდი ძირითადად ორიენტირდება), არამედ კუბოკრული, ყვავილოვანი და ასიმეტრიული პრინტების მქონე კოფთები, ქვედამოლოები, კაბები, შარვლები და ხელთათმანებიც კი. სვაროვსკის თვლებით მოოჭვილი, 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიუსჰალტერით შემოსვის პატივი კი, ელზა ჰოსკს ხვდა წილად.


ელზა ჰოსკი – 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიუსჰალტერში, რომელიც სვაროვკლის თვლებითაა ინკრუსტირებული.

Comments

comments